0108,  თბილისი,
კოსტავას ქ. 5

www.litinstituti.ge
E-mail:
litinst@litinstituti.ge
ფაქსი: 99-53-00
ტელ: 99-53-00; 98-26-76

 

მთავარი გვერდი

ბიბლიოთეკა

 
Web Institute
 

Eng.

 

შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის

"გრიგოლ კიკნაძის  სახელობის პრემია"

 დებულება

1.  შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი საქართველოს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში, უმაღლეს სასწალებლებსა და სხვა დაწესებულებებში მომუშავე  მეცნიერებს, თვალსაჩინო ნაშრომისათვის ლიტერატურისმცოდნეობის სფეროში, ორ წელიწადში ერთხელ, ანიჭებს "გრიგოლ კიკნაძის  სახელობის პრემიას";

2.   პრემიის მინიჭება ხდება საექსპერტო კომისიის წარდგინებით, სამეცნიერო საბჭოს მიერ, ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მიერვე დადგენილ ვადებში;

3.   ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო ოთხი თვით ადრე საჯაროდ აქვეყნებს სათანადო განცხადებას, ხოლო მასალები პრემიის მოსაპოვებლად წარმოდგენილ უნდა იქნას ერთი თვის ვადაში დღიდან განცხადების გამოქვეყნებისა;

4.   პრემია გაიცემა სამ ნომინაციაში:

)   სამეცნიერო მონოგრაფია (ითვალისწინებს სამეცნიერო მონოგრაფიებისათვის საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილ ნორმებს _ ციტირების სტილი, ბიბლიოგრაფიული შენიშვნები, კომენტარები, დამოწმებული ლიტერატურა და სხვა);

)   სამეცნიერო სტატია (ითვალისწინებს სამეცნიერო სტატიისათვის საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილ ნორმებს _ ციტირების სტილი, ბიბლიოგრაფიული შენიშვნები, კომენტარები, დამოწმებული ლიტერატურა და სხვა);

) სამეცნიერო წიგნის თარგმანი (ქართულ ენაზე, კომენტირების გათვალისწინებით. თარგმანთან ერთად სავალდებულოა ორიგინალის ტექსტის წარმოდგენაც).

5.   პრემიის მოსაპოვებლად შეიძლება წარმოდგენილ იქნას:

)   ცალკეულ ავტორთა ნაშრომები;

)   ავტორთა ჯგუფის მიერ დაწერილი ნაშრომები (ამ შემთხვევაში, პრემია თანაბრად განაწილდება ავტორთა შორის);

 პრემიის გაყოფა ორ ან მეტ მაძიებელს შორის სხვადასხვა ნაშრომისათვის დაუშვებელია.

6.  პრემიის მოსაპოვებლად შეიძლება წარმოდგენილ იქნას წინა 2 წელიწადში გამოცემული შრომები;

7.   ნაშრომი, რომელსაც უკვე მიენიჭა სხვა რომელიმე პრემია, გრიგოლ კიკნაძის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად არ მიიღება;

8.   ერთსა და იმავე პირს ერთი და იგივე პრემია განმეორებით არ მიეცემა;

9.   პრემიის მოსაპოვებლად ნაშრომის წარმოდგენა შეუძლია:

)   ავტორს;

)   გამომცემლობას;

) ორგანიზაციას.

10.  პრემიის მაძიებელმა შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში უნდა წარმოადგინოს:

)   გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი (სამ ცალად);

)   ავტორის (ან ავტორთა) კალენდარული ავტობიოგრაფია (CV)

) განცხადება იმის შესახებ, რომ კონკურსზე წარმოდგენილ ნაშრომს არ

ჰქონია მინიჭებული ამ დებულების მე-7 მუხლით გათვალისწინებული     პრემია;

11.   საკონკურსოდ შემოსული ყველა ნაშრომის მეცნიერულ შეფასებას       იძლევა      და პრემიის მისანიჭებლად კანდიდატებს არჩევს საექსპერტო კომისია, რომელსაც ამტკიცებს ლიტერატურის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო;

12. საექსპერტო კომისიას ჰყავს თავმჯდომარე, წევრები და მდივანი, რომელიც მიიღებს და რეგისტრაციაში გაატარებს საკონკურსო ნაშრომებს;

13. საექსპერტო კომისიის შემადგენლობაში არ შეიძლება შედიოდეს პრემიის მაძიებელი ან სხვა  დაინტერესებული პირი;

14. ასევე, თუ პრემიის ერთ-ერთი პრედენდენტი არის სამეცნიერო საბჭოს წევრი, იგი არ მონაწილეობს პრემიასთან დაკავშირებულ იურიდიულ პროცედურებში;

15. საექსპერტო კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის ორი მესამედი;

საექსპერტო კომისია გადაწყვეტილებას რეკომენდაციის შესახებ ღებულობს ფარული კენჭისყრით; გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას ხმა მისცა კომისიის სიითი შემადგენლობის უბრალო უმრავლესობამ;

16. საექსპერტო კომისიის მიერ შერჩეული ნაშრომებისათვის პრემიის

მინიჭების გადაწყვეტილებას იღებს და ამტკიცებს ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო, ღია კენჭისყრით. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას ხმა მისცა საბჭოს სიითი შემადგენლობის უბრალო უმრავლესობამ;

17. ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი საჯაროდ აქვეყნებს ცნობას პრემიის მინიჭების შესახებ;

18. პრემიით დაჯილდოებული შრომის ავტორს (ავტორებს) სამეცნიერო საბჭოს მიერ სათანადო დაგენილების მიღების შემდეგ მიეცემა  შესაბამისი დიპლომი და ფულადი ჯილდო შემდეგი ოდენობით:

)  სამეცნიერო მონოგრაფია _ 1300 ლარი;

)  სამეცნიერო სტატია _ 500 ლარი;

) სამეცნიერო წიგნის თარგმანი _ 700 ლარი

19. ნაშრომები, რომელთაც პრემია არ მიენიჭათ, უბრუნდება ავტორებს.

*