1008,  თბილისი,
კოსტავას ქ. 5

www.litinstituti.ge
E-mail:
litinst@litinstituti.ge
ფაქსი: 99-53-00
ტელ: 99-53-00; 98-26-76

 

მთავარი გვერდი

ბიბლიოთეკა

search

*

ირმის ნახტომი არის საქართველოს სკოლების კომპიუტერიზაციის პროგრამა საქართველოს საგანმანათლებლო რეფორმის ფარგლებში. ეს პროგრამა 4 წლის მანძილზე საქარველოს ყველა სკოლას უზრუნველყოფს კომპიუტერული ტექნიკითა და ინტერნეტ-კავშირით. მოახდენს ინფორმაციული ტექნოლოგიების ინტეგრირებას მთელ სასწავლო პროცესში, სხვადასხვა საგნების სწავლებაში. ამ ხნის მანძილზე ქართველი მოსწავლეები და პედაგოგთა დიდი ნაწილი დაეუფლებიან კომპიუტერულ ჩვევებს, შეიქმნება სასწავლო-კომპიუტერული პროგრამებიინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები შესაძლებელს გახდის კავშირების გაბმას ათასობით სკოლას, საქართველოს სხვადასხვა მოქალაქეებს შორის და დადებით როლს შეასრულებს ქვეყნის ინტეგრაციის პროცესში.

ამასთან, ერთიანი კოორდინირების ფარგლებში მოსწავლეები შეძლებენ ისეთი სასკოლო პროექტების განხორციელებას, რომლითაც თავიანთ წვლილს შეიტანენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ელექტრონული ბანკის შექმნაში.

პროგრამის გეგმა, ქართველი ექსპერტების მონაწილეობით, შექმნეს იმ ესტონელმა სპეციალისტებმა, რომლებმაც, რამდენიმე წლის წინ, წარმატებით განახორციელეს ესტონეთის სკოლების კომპიუტერიზაციის პროექტი `ვეფხვის ნახტომი~.

`ირმის ნახტომის~ ფარგლებში, საქართველოს სკოლებში ხორციელდება პროექტი `ვახტანგ IV~, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს სკოლების უფროსკლასელთა მიერ ქართველ მწერალთა ვებ-გვერდების შექმნას და ინტერნეტში განთავსებას. ევროპაში ანალოგიური პროგრამა `გუტენბერგის~ სახელწოდებით განხორციელდა.