პატივცემულო კოლეგებო!
ქვეყანაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო, II საერთაშორისო სიმპოზიუმის – ”ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები” – საორგანიზაციო კომიტეტმა მიიღო სიმპოზიუმის გადადების გადაწყვეტილება.
ამასთან გატყობინებთ, რომ სიმპოზიუმი ჩატარდება მიმდინარე წლის 16-17-18 დეკემბერს.
პატივისცემით,
საორგანიზაციო კომიტეტი