

1008,
თბილისი,
კოსტავას ქ. 5
www.litinstituti.ge
E-mail:
litinst@litinstituti.ge
ფაქსი: 99-53-00
ტელ: 99-53-00; 98-26-76

*
2007 წლის ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით, პროექტ “მუზა - საქართველოს“ ფარგლებში, თბილისში იმყოფებოდა გერმანელი მწერალი და ლიტერატურათმცოდნე კარლ ვულფი, რომელიც მუშაობდა წიგნზე “ტიფლისიდან თბილისამდე“. სტუმარს უმასპინძლა და სამეცნიერო კვლევისათვის საჭირო გარემო შეუქმნა შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტმა.
21 სექტემბერს ინსტიტუტის სხდომათა დარბაზში ჩატრდა მეცნიერ თანამშრომელთა შეხვედრა
კარლ ვულფთან, რომელზედაც მეცნიერმა ისაუბრა ჩატარებული სამუშაოს შესახებ,
დამსწრეთ გაუზიარა საქართველოში ყოფნის შთაბეჭდილებები.
*
2007 წლის სექტემბერ-ოქტომბერში თბილისში იმყოფებოდა ახალგაზრდა გერმანელი
ლიტერატურათმცოდნე, პროექტ “მუზა - საქართველოს“ სტიპენდიანტი დომინიკ
ირტენკაუფი, რომელიც მუშაობდა თემაზე - “შედარებითი მითოლოგია.
გერმანია-საქართველოს შორის საზღვრის მონაცვლეობა - ამირანი ინტერესთა ცენტრში“.
მკვლევარს სამეცნიერო კონსულტაცია გაუწიეს შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის
ინსტიტუტის ფოლკლორისტებმა.
1 ოქტომბერს, ინსტიტუტის სხდომათა დარბაზში ახალგაზრდა მეცნიერმა ქართველ კოლეგებს
გააცნო საკუთარი კვლევის შედეგები.