შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი
SHOTA RUSTAVELI INSTITUTE OF GEORGIAN LITERATURE
    English  English
0108,  თბილისი,  კოსტავას ქ. 5     ფაქსი: (995 32) 299-53-00   ტელ: (995 32) 299-53-00; 298-26-76   E-mail: litinstituti@yahoo.com  
 

********

შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი წარმოადგენს ქართული ლიტერატურისა და ლიტერატურათმცოდნეობითი პრობლემების კვლევის ცენტრს საქართველოში.
ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დანიშნულებაა განახორციელოს ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევები ქართული ლიტერატურის, ლიტერატურის თეორიისა და ფოლკლორის მიმართულებით, ხელი შეუწყოს ამ კვლევების დანერგვას პრაქტიკაში. აგრეთვე, აწარმოოს ტექსტოლოგიური კვლევები (მათ შორის, ციფრული), და მოამზადოს და განახორციელოს ქართველ კლასიკოსთა აკადემიური გამოცემები.
ინსტიტუტის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა ფილოლოგიური კვლევების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამეცნიერო პროექტების - ფუნდამენტურის, გამოყენებითის, საკონფერენციოს, და ა.შ. - რეალიზება, რაც საშუალებას აძლევს ქართულ ფილოლოგიურ სკოლას ინტეგრირდეს მსოფლიოს ჰუმანიტარულ და ფილოლოგიურ პროცესებში.
ლიტერატურის ინსტიტუტის სამეცნიერო აქტივობის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლი, დაარსებოდან დღემდე, არის საგამომცემლო საქმიანობა, რომელიც რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება: სამეცნიერო კრებულებისა და ჟურნალების გამოცემა; მონოგრაფიების გამოცემა; ქართველ კლასიკოსთა აკადემიური მრავალტომეულების მომზადება და გამოცემა; უმაღლესი სასწავლებლებისთვის დამხმარე სახელმძღვანელოების მომზადება და გამოცემა (რაც ინსტიტუტის სასწავლო-საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირების ერთ-ერთი ძირითადი პირობაა); საერთაშორისო საგამომცემლო პროექტების განხორციელება (მონოგრაფიები, კრებულები, კონფერენციის მასალები და ა.შ.).
ინსტიტუტის სამეცნიერო მუშაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა აღიარებულ დასავლელ მოაზროვნეთა საეტაპო ლიტერატურათმცოდნეობითი ნაშრომების თარგმნა და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, აგრეთვე, ქართველ ლიტერტურათმცოდნეთა ნაშრომების თარგმნა და საერთაშორისო ბაზარზე გატანა.
ლიტერატურის ინსტიტუტში დიდი ყურადღება საერთაშორისო ურთიერთობებს: დასავლეთში ანალოგიური ტიპის აკადემიურ ცენტრებთან მჭიდრო თანამშრომლობას, კომუნიკაციის გაღრმავებასა და განვითარებას, ერთობლივი პროექტების დამუშავებას.
შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი არის თანამედროვე ტიპის სამეცნიერო ცენტრი, სადაც სხვადასხვა თაობის მეცნიერები არიან დასაქმებულნი და თაობათა ცვლის პროცესი უმტკივნეულოდ და ჰარმონიულად მიმდინარეობს.

შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის თანამშრომელთა მიერ ბოლო 20 წლის განმავლობაში მომზადდა და გამოქვეყნდა 3.000-მდე მონოგრაფია, სახელმძღვანელო, სამეცნიერო სტატია. ინსტიტუტის თნამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს ასეულობით ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმში, განახორციელეს სხვა აქტივობები, მოიპოვეს არაერთი სამეცნიერო და ლიტერატურული პრემია: იხ. დანართი 1.

შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მიერ 2017-2021 წლებში განხორციელებული სამეცნიერო აქტივობები: იხ. ანართი 3.

შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის თანამშრომელთა მიერ ბოლო 20 წლის განმავლობაში მომზადდა და 3.00-მდე მონოგრაფია, სახელმძღვანელო და მაღალრეიტინგული სამეცნიერო სტატია. ასევე, მომზადდა და განხორციელდა 300-მდე ადგილობრივი და საერთაორისო საგრანტო პროექტი: იხ. დანართი 4.

 

 




 
Web Institute

Copyright © 2006 SHOTA RUSTAVELI INSTITUTE OF GEORGIAN LITERATURE