II
საერთაშორისო სიმპოზიუმის
–
”ლიტერატურის თანამედროვე პრობლემები”
ირინა ნაცვლიშვილი
(ფილოლოგიის
მეცნიერებათა
აკადემიური დოქტორი,
შოთა
რუსთაველის
ლიტერატურის
ინსტიტუტის
ქართული
ლიტერატურის
განყოფილების
მეცნიერ_თანამშრომელი)
ქართული ენისა და ლიტერატურის ახალი სახელმძღვანელოების შესახებ
განათლების რეფორმამ ახალი ამოცანები დააყენა თანამედროვე ქართული სკოლის წინაშე. შესაბამისად ,საჭირო და აუცილებელი გახდა ძველი სახელმძღვნელოების შეცვლა, საპროგრამო მასალისა და მისი სწავლების სტილისა თუ მეთოდის გადახედვა საშუალო განათლების სტანდარტით გათვა-ლისწინებულ ყველა საგანში, მათ შორის ქართულ ენასა და ლიტერატურაშიც. ახალი სახელმძღვანელოების შედგენაზე ბოლო ხანებში მუშაობს ავტორთა რამდენიმე ჯგუფი, რომლებიც კოლოსალური შრომის ხარჯზე ცდილობენ მოსწავლეებს მათთვის და საზოგადოებისათვის მაქსიმალურად მისაღები და საინტერესო წიგნები მიაწოდონ. მიუხედავად ამგვარი ძალისხმევისა, ახალი სახელმძღვანელოების შინაარსი თუ სააზროვნო-შემეცნებითი აპარატი შეიძლება ბადებდეს კითხვებს, რომელთა გათვალის-წინებითაც ზოგიერთი რამ, უთუოდ, დაფიქრებას მოითხოვს.
მიმდინარე სასწავლო წელს საქართველოს საჯარო სკოლებმა IX კლასისათვის მიიღეს სამი ალტერნატიული სახელმძღვანელო ქართულ ენასა და ლიტერატურაში (ავტორ-შემდგენლები: 1)ვ.როდონაია, ნ. ნაკუდაშვილი, ა. არაბული, მ. ხუციშვილი; 2)ლ. თუშური, მ. ინასარიძე, ნ. შარაშენიძე; 3) ბ. სულაკაური, თ. ქიტოშვილი, ნ. გორდელაძე;). ამჯერად ყურადღებას შევაჩერებთ ბ. სულაკაურის ჯგუფის მიერ შედგენილ სახელმძღვანელოზე იმ მიზეზით, რომ იგი სტრუქტურულად განსხვავდება დანარჩენი ორისაგან, ლიტერატურული მასალა მოწოდებულია ქრონოლოგიური და არა თემატური პრინციპით და მოიცავს ქართული მწერლობის ისტორიის საკმაოდ ვრცელ პერიოდს, ფაქტობრივად, დასაწყისიდან ჩვენს დრომდე. შემდგენლების განცხადებით, სახელმძღვანელოს ასეთი შინაარსი განა-პირობა იმან, რომ IX კლასი საბაზო განათლების დამამთავრებელი საფეხურია. ამიტომ მათ მიზან-შეწონილად მიუჩნევიათ ერთი წლის განმავლობაში შესწავლა ქართული ლიტერატურის უმნიშვნელო-ვანესი ნიმუშებისა, `შუშანიკის წამებიდან~ მოყოლებული, აკა მორჩილაძის და სხვა თანამედროვე შე-მოქმედთა თხზულებებით დამთავრებული. ჩვენი აზრით, ქრონოლოგიური პრინციპით დალაგება შესას-წავლი მასალისა მოსაწონია, ისევე როგორც სწავლების გარკვეულ ეტაპზე თავისებური ხიბლი აქვს თემატურ დაჯგუფებასაც. მაგრამ აღნიშნულ სახელმძღვანელოში ლიტერატურული მასალის მოცულო-ბაც და ცალკეულ ნაწარმოებთა მოწოდების ფორმაც სასკოლო განათლების მიზანსა და სტანდარტს მაინცდამაინც ვერ შეესაბამება. ასეთი ვრცელი ლიტერატურული `ექსკურსის~ ფონზე სახელმძღვანე-ლო უფრო ზოგად-გაცნობით ხასიათს ატარებს და, როგორც ჩანს, არც ისახავს მიზნად ლიტერატუ-რული პროცესების, ეპოქათა სულის, ეთიკურ-ესთეტიკური თვალთახედვის, შემოქმედის მხატვრულ-სახეობრივი სისტემის სიღრმისეულ წვდომას. ჩვენი აზრით, ამას ადასტურებს ის კითხვები და დავა-ლებებიც, რომლებიც მოსდევს თითოეულ ნაწარმოებს და მოითხოვს ძირითადად, ზოგიერთი გამონაკ-ლისის გარდა, შინააარსის ცოდნა-გაგებას, რაც თავისთავად ძალზე მნიშვნელოვანია. მაგრამ, მოგეხსე-ნებათ, ლიტერატურულ ნაწარმოებშიAფაქტობრივი შინაარსის მიღმა არსებობს კიდევ უფრო მნიშვნე-ლოვანი _ მხატვრული შინაარსი, რომელთან ზიარების გარეშეც ვერც ნაწარმოების ხიბლს ჩავწვდე-ბით და ვერც მწერლის სათქმელს შევიცნობთ. ამასთანავე, მოკრძალებით შევნიშნავთ, რომ, ჩვენი აზ-რით, ეს შინაარსობრივი კითხვებიც ზოგჯერ კომპედენტურად არ არის დასმული. მაგალითად, `შუშა-ნიკის წამების~ ტექსტის შესწავლის შემდგომ ვსვამთ ასეთ კითხვას: რატომ ცდილობდა ვარსქენი შუ-შანიკის სასახლეში დაბრუნებას: ა)უყვარდა? ბ)შეურაცხყოფილად გრძნობდა თავს? _ მხოლოდ ამ ორ არჩევანს ვთავაზობთ მოსწავლეებს? ახალი დროის რომანულ ურთიერთობებზე დაგვყავს აგიოგრაფიუ-ლი ნაწარმოები? ან: რა იყო შუშანიკის სასახლიდან წასვლის ძირითადი მიზეზი? _ აგიოგრაფის პო-ზიციით, ერთადერთი მიზეზის გარდა, არსებობდა საამისოდ სხვა, არაძირითადი, მიზეზებიც?
რადგან აგიოგრაფიის მხატვრულ-ესთეტიკურ თუ ეთიკურ საკითხებზე ჩამოვარდა საუბარი, აქვე აღვნიშნავთ, რომ ერთ-ერთ რუბრიკაში, რომელიც სისტემურად გასდევს მთელ სახელმძღვანელოს _ `მწერლის სახელოსნოში~, მოცემულია ასეთი დავალება: აღვწეროთ აგიოგრაფიული პერსონაჟის (შუშანიკი, ვარსქენი, იაკობი) გარეგნობა _ წარმოვიდგინოთ, მაღალია ის თუ დაბალი, როგორი ცხვირი აქვს, რა ფორმის სახე და ა.შ. ამით ხომ არ ვეწინააღმდეგებით აგიოგრაფიის და, საერთოდ, ადრეული ქრისტიანული ხელოვნების ძირითად პრინციპს? აგიოგრაფია ხომ არ იცნობს პერსონაჟის პორ-ტრეტს, აქ გვაქვს სიტყვიერი ხატი და არა პორტრეტი. საუბარი იმაზე, თუ რა არის ამის მიზეზი, შორს წაგვიყვანდა.
ამავე რუბრიკაში ისევ `შუშანიკის წამების~ შემდეგ, მოსწავლეებს ეძლევათ დავალება, გაასამართლონ ვარსქენი და ამასთან დაკავშირებით მოცემულია განმარტებანი სასამართლოსთან დაკავშირებული ვრცელი იურიდიული ტერმინოლოგიისა. ხომ არ აჯობებდა, ამის ნაცვლად მოზარდთათვის ტექ-სტის სახისმეტყველებითი განმარტებები მიგვეწოდებინა. ალბათ ეს უფრო შეესატყვისებოდა ლიტერა-ტურის სწავლების მიზანს. თანაც ამგვარი გასამართლებები, უთუოდ, გაგვახსენებს რამდენიმე ათეული წლის წინანდელ მოდურ სასამართლოებს ხევისბერი გოჩასი თუ `ჯაყოს ხიზნების~ პერსონაჟებისა. როგორც ჩანს, ჩვენი ლიტერატურული აზროვნება ბევრად წინ არ წასულა.
რაც შეეხება თავად ამგვარ სახელდებას _ `მწერლის სახელოსნო~, ვფიქრობ, ცოტა არ იყოს, არაადეკვატურია. ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ამ რუბრიკაში საუბარი უნდა იყოს იმ მასალაზე, რომელიც ჰქონდა მწერალს, ვიდრე თავის ნაწარმოებს ლიტერატურულად ჩამოაყალიბებდა. როგორც აღმოჩნდა, ამ შემთხვევაში რეალური მწერალი კი არ იგულისხმება, არამედ IX კლასელი მოსწავლე, როგორც მწერალი, რომელსაც ჩვენი შერჩევით ვაძლევთ თემას იმისათვის, რომ იგი დაალების შესრულების პროცესში `იქცეს მწერლად~. ასეც რომ იყოს, განა, მაგალითად, სასამარ-თლოს წარმართვა ან თუნდაც სასამართლო საქმის წარმოება მწერლობაა? ან დებატები, ( `დავითიანის~ ნაწილის შესწავლის შემდეგ `მწერლის სახელოსნოში~ არის ასეთი დავალება _ გამართე დებატები `საჭიროა თუ არა ბავშვის დასჯა~ ), რომლებიც თავისთავად ძალიან კარგია, შეიძლება მწერლობად მივიჩნიოთ? დავუბრუნდეთ ისევ `შუშანიკის წამებას~. ვფიქრობ, არ არის მართებული ნაწარმოების დაბეჭდვა ორ სვეტად, რომელთაგან პირველში ტექსტი თანამედროვე ქართულითაა მოწოდებული, ხოლო მეორეში _ ძველით. როგორ ფიქრობთ, ვინმე მეორე სვეტს წაიკითხავს? თანაც კითხვა-დავალებებშიც ციტატები თანამედროვე ქართული ტექსტიდან მოგვაქვს ( მაგ.: როგორ გესმის: `მწარედ ავტირდით ჩვენი ცოდვების წარმოჩენის გამო~). ასე ხომ მოსწავლეებს ვწყვეტთ ტექსტზე მუშაობის ცოცხალ პროცესს, ვაკლებთ იმ ხიბლის შეგრძნების სიამოვნებას, რომელიც აქვს თავისი ეპოქისა და გარემოს ენაზე ამეტყველებულ ნაწარმოებს. არ ჯობდა, სქოლიოში დაგვერთო განმარტებები და მოსწავლეს თავად ემუშავა ძველ ტექსტზე. როცა ასეთი განმარტებები არ გვაქვს, ვფიქრობ, არაფრისმომცემია სათაურით `ტექსტის ენა~ შემოთავაზებული დავალებები _ შეეცადე თანამედროვე ქართულზე გადმოიღო ესა თუ ის ფრაზა (მოცემული ფრაზები არ შედის სახელმძღვანელოში დაბეჭდილ ტექსტში). სხვათა შორის, `დავითიანის ~ ტექსტთან დაკავშირებით სქოლიოში განმარტებები გვაქვს, ოღონდაც ისინი მხოლოდ სიტყვის მნიშვნელობის ახსნამდე დაგვიყვანია და ის სახისმეტყველებითი მხარე, რომელიც გამოკვეთილი იყო IX კლასის ძველ სახელ-მძღვანელოში და მოსწავლეს დიდ ცოდნასა თუ გონებრივ-სულიერ საზრდოს აძლევდა, საჭიროდ აღარ მიგვიჩნევია.
რაც შეეხება `ვეფხისტყაოსანს~, სახელმძღვანელოში შეტანილია პოემიდან ნაწყვეტები, რომლებიც გადაბმულია გამოტოვებული ნაწილის მოკლე, უფრო ზუსტად, უმოკლესი შინაარსებით, რამდენად გამართლებულია ეს ლიტერატურულ-ესთეტიკური თვალსაზრისით? უდიერად ხომ არ ვექცევით `ვეფხისტყაოსანს~? გამოდის, რომ ზოგიერთ ნაწილს წაკითხვის ღირსადაც კი არ ვხდით.
` ვეფხისტყაოსნის~ სწავლებასთან დაკავშირებით შეიძლება კიდევ ბევრი რამ ითქვას, მაგრამ მინდა ყურადღება გავამახვილო ახალი სახელმძღვანელოების ერთ თავისებურებაზეც, რომელიც ბ. სულაკაურის ჯგუფის მიერ შედგენილ სახელმძღვანელოსაც ახასიათებს. აქაც ქართული ენა და ლიტერატურა ერთად, ერთ წიგნში არის მოწოდებული. ბოლოს შემდგენლები აღნიშნავენ, რომ სახელმძღვანელოში ეფექტურადაა ინტეგრირებული ლიტერატურული და ენობრივი საკითხები. მართლაც ზოგიერთ შემთხვევაში ეს ასეა. მოსაწონია, უთუოდ, სინტაქსური კონსტრუქციების, სტილისტური ხარვეზების, კონტექსტში სიტყვის შერჩევის შესწავლა-გააზრება გავლილი ლიტერატურული თხზულებების საფუძველზე, მაგრამ არის შემთხვევებიც, როცა ტექსტებსა და გრამატიკულ მასალას შო-რის ლოგიკური კავშირი არ არის. გარდა ამისა, ენის ნაწილში ზოგიერთი ინფორმაცია IX კლასელისთვის საკმაოდ მარტივადაც არის მოცემული და ამ სახით _ დაგვიანებულადაც (მაგ.: ცნობები ქართული ანბანის სახეობების, საწერი მასალის შესახებ და ა.შ.). სამწუხაროდ, ზოგჯერ ინფორმაციები, ბიოგრაფიები თუ შინაარსები ენობრიბად გაუმართავიცაა. როცა ვასწავლით ენის ნაწილში და ლიტერატურულში ჩვენ თვითონვე ვუშვებთ შეცდომას, უხერხულია. მაგ.; `ძველ ბერძნებს ჰქონდათ კვირბები, მაგარ საგნებზე ამოკვეთილი ნიშნები, რომლებზედაც ნაჩვენები იყო ზღვისა და ხმელეთის საზღვარი~ (კვირბებზე იყო ნაჩვენები თუ ნიშნებზე? თუ კვირბები ნიშნებია?); ზოგიერთ შემთხვევაში არ არის მართებულად დასმული სასვენი ნიშნები; სინტაქსური შეცდომაა: `ტარიელმა წერილი გაუგზავნა ხატაეთის მეფეს, რამაზს, რომელშიც ინდოთა მეფის მორჩილებისკენ მოუწოდებდა~; რამდენად სწორია: `სიბრძნე სიცრუისადან~ , `სწავლა მოსწავლეთადან~ ? და ა.შ.
გვხვდება ფაქტობრივი უზუსტობანი თუ სერიოზული შეცდომებიც. მაგალიდად ის, რომ სულხან-საბამ, ვახტანგის თხოვნით, იგავთა კრებული `ქილილა და დამანა~ თარგმნა, ან ვახტანგ მეფის მიერ დაარსებულ პირველ ქართულ სტამბაში 1712 წელს დაიბეჭდა `ვეფხისტყაოსანი~ და ბიბლია, ან კიდევ ნიკოლოზ ბარათაშვილი 28 წლისა გარდაიცვალა განჯაში და სხვ. საერთოდ, ბიოგრაფიული ხასიათის ნაკვეთები საკმაოდ მწირი ინფორმაციის შემცველია, ისევე როგორც რუბრიკით `ზოგი რამ თეორიიდან~ მოწოდებული სხვა მასალები. ამასთანავე, ვფიქრობთ, ამჯერადაც რუბრიკის სახელწოდება მაინცდამაინც ზუსტად არ უნდა იყოს შერჩეული. განა თეორიაა, მაგალითად, იაკობ ხუცესის ვინაობა ან საქართველოს რუსეთთან შეერთება?
შეიძლება ჩვენი თვალსაზრისი ამ კონკრეტული სახელმძღვანელოს თაობაზე (რომელიც, თავისთავად ინოვაციურია და საინტერესოდ გადაგვიშლის ქართული მწერლობის განვითარების გზას) ვინმეს ზედმეტად კრიტიკულად მოეჩვენოს, მაგრამ, გვერწმუნეთ, მხოლოდ კეთილშობილური მიზანი გვამოძრავებდა. ჩვენ დიდად ვაფასებთ ნებისმიერი სახელმძღვანელოს შემდგენელთა შრომას. კარგად გვესმის, რა ენერგიასა და ძალისხმევასთან არის დაკავშირებული ამგვარი საქმის კეთება. ისიც ვი-ცით, რომ კრიტიკა, ყოველივე ამასთან შედარებით, გაცილებით ადვილია, მაგრამ მაინც ვფიქრობთ, რომ საჭირო და აუცილებელია პედაგოგებმა თუ მეცნიერემბმა გამოთქვან თავიანთი შთაბეჭდილებები, თვალსაზრისი იმისათვის, რომ ცხადი გახდეს _ სახელმძღვანელოების სრულყოფის გზაზე იქნებ ღირდეს ზოგიერთ რამეზე უფრო მეტად დაფიქრება, დაკვირვება და გათვალისწინებაც.
*