შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი
SHOTA RUSTAVELI INSTITUTE OF GEORGIAN LITERATURE
    English  English
0108,  თბილისი,  კოსტავას ქ. 5     ფაქსი: (995 32) 299-53-00   ტელ: (995 32) 299-53-00; 298-26-76   E-mail: litinstituti@yahoo.com  


 

გოჩა კუჭუხიძე

1979 წელს დაამთავრა თბილისის 114- საშუალო სკოლა.

1979-1984 - სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლთმცოდეობის ფაკულტეტზე აღმოსავლური ენებისა და ლიტერატურის განხრით.

1984-1986 _ თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა სახელმწიფო ინსტიტუტის სინქრონული თარგმნის უმაღლეს კურსებზე არაბულ-რუსული ენების განხრით.

1985-1998 - მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის შუა საუკუნეების განყოფილებაში ჯერ უფროს ლაბორანტად, შემდეგ უმცროს მეცნიერ თანამშრომლად; სწავლობდა საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების ადრეული საფეხურის ისტორიასთან დაკავშირებულ არქეოლოგიურ მასალას; მონაწილეობას ღებულობდა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის არქეოლოგიური ექსპედიციის მუშაობაში.

1994 წელს პარალელურად მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ძველი ქართული ლიტერატურის განყოფილებაში; მუშაობდა ჯერ უმცროს, შემდეგ _ უფროს მეცნიერ თანამრომლად; ამჟამად არის ამავე ინსტიტუტის ქართული ლიტერატურის სამეცნიერო განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი.

1999 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში დაიცვა დისერტაცია თემაზე _ `წმიდა გრიგოლ განმანათლებლის ცხოვრების~ ერთი არაბული ვერსია და ქართველთა მოქცევის საკითხი~ და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის (გრიფებით: ქართული ლიტერატურა; მახლობელი აღმოსავლეთის ხალხთა ლიტერატურა) სამეცნიერო ხარისხი.

2006 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში დაიცვა დისერტაცია თემაზე _ `წმიდა ჰაბო ტფილელის მარტვილობა (ტექსტოლოგიური და ღვთისმეტყველებითი ანალიზი)~ და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის (გრიფით _ ტექსტოლოგია, კოდიკოლოგია) სამეცნიერო ხარისხი.

ავტორია 150-ზე მეტი პუბლიკაციისა (2009 წლის მონაცემები)

მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო და რესპუბლიკური სიმპოზიუმებისა და კონფერენციების მუშაობაში.

სხვადასხვა წელს იყო რამდენიმე სამეცნიერო პერიოდული გამოცემის (`კლასიკური და თანამედროვე ქართული მწერლობა~, `კრიტერიუმი~, `ინფორმ-მაცნე~), ლიტერატურის ინსტიტუტის გაზეთ `კალმასობის~ რედკოლეგიის წევრი, სამეცნიერო წიგნების რეცენზენტი, სადისერტაციო ნაშრომების ოპონენტი და სხვა. არის კომპარატივისტული ლიტერატური საერთაშორისო ასოციაციის წევრი.

თარგმნილი აქვს ჰაინრიხ ჰაინეს, ალექსანდრ პუშკინის ლექსები; სამეცნიერო ნაშრომები და სხვა.

მანაწილეობა აქვს მიღებული საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა და რუსთაველის სახელმწიფო ფონდის მიერ დაფინანსებულ საგრანტო პროექტებზე მუშაობაში როგორც თემის შემსრულებელს, პროექტის ერთ–ერთ ავტორს, მენეჯერს.

2010 წლის 5 იანვრიდან არის საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

 



Copyright © 2006 SHOTA RUSTAVELI INSTITUTE OF GEORGIAN LITERATURE