ღამის მოგზაურის სიმღერა


სიმშვიდეა მთათა ზედა
სრული,
ხის კენწეროს ნიავიც არ არხევს,
თვლემს ჩიტუნა, თვალებს
ვეღარ ახელს.
შენი სრბოლა ვერამ შეაჩერა _
სულ ცოტაც და
დამშვიდდები შენაც.

შარლოტა კვანტალიანი
2001

მოხეტიალის ღამეული სიმღერა


დგას სიჩუმე მთათა ზედა
სრული,
აქ სიმშვიდეს ვეღარა გრძნობს
სული,
გარინდულა არე,
ტყეში შეწყდა ჩიტუნების სტვენა,
დაიოკე ღელვა _
დამშვიდდები მალე.

შარლოტა კვანტალიანი
2001

* * *


სიომ მთის წვერზე გაკმინდა
სული,
აქ სიმშვიდეა
სრული,
წყარო არ მღერის ხევში,
ჩიტი არ გალობს ტყეში.
დამშვიდდა არე-მარე,
შენც დამშვიდდები მალე.

შარლოტა კვანტალიანი
2002